თავში

"იმედი მაქვს, აქ მაინც იზეიმებს სამართალი!" - რას წერს დეკანოზის ძმა

"იმედი მაქვს, აქ მაინც იზეიმებს სამართალი!" - რას წერს დეკანოზის ძმა
იმედი მაქვს, აქ მაინც იზეიმებს სამართალი! - რას წერს დეკანოზის ძმა

ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

როგორც თორნიკე მამალაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო.

"ევროპულმა სასამართლო ჩემი ძმის სარჩელი დააკმაყოფილა და განხილვაში მიიღო. დაწყებულია კომუნიკაცია. იმედი მაქვს აქ მაინც იზეიმებს სამართალი!", - წერს თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში ილია მეორის მოსანახულებლად მიფრინავდა, სადაც პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მას ბერლინში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

თავად დეკანოზი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს. გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system