თავში

იმნაძე: დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გავიდნენ სამსახურში

იმნაძე: დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გავიდნენ სამსახურში
იმნაძე: დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გავიდნენ სამსახურში

"მოგვდის ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გავიდნენ სამსახურში",-ამის შესახებ ჟურნალისტებთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავს იკავებს პერსონალური ინფორმაციის გაცემისგან, თუმცა თუ იგივე მოთხოვნები გაგრძელდება დამსაქმებლების მხრიდან, ის მათ დაასახელებს.

"უკვე არის ონლაინ პლატფორმა ჯანდაცვის სამინისტროში, შეისწავლიან ვინც ჩამოდის, მათ საცხოვრებელ პირობებს, თუ არის თვითიზოლაციის საშუალება, გადადის თვითიზოლაციაზე, თუ არ არის და ასეთი ბევრია, თვითონ ითხოვენ, რომ გადავიდნენ კარანტინზე. თუ კარანტინზე არის და დაწერს განცხადებას, რომ უნდა თვითიზოლაციაზე გადასვლა, შეისწავლიან მის პირობებს და თუ შესაძლებელია, გადავა",-განაცხადა იმნაძემ.

იმნაძე მოუწოდებს ყველას, დაიცვას თვითიზოლაციის წესები.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში 418 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირი რჩება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system