თავში

იმნაძე: რეალურად, დღეში ინფიცირების 10 000-მდე ახალი შემთხვევაა

იმნაძე: რეალურად, დღეში ინფიცირების 10 000-მდე ახალი შემთხვევაა
იმნაძე: რეალურად, დღეში ინფიცირების 10 000-მდე ახალი შემთხვევაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევების რეალური რაოდენობა გამოვლენილს 2-3-ჯერ აღემატება.

„ჩვენი გათვლებით, 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც არის დღეში. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა. უბრალოდ ეს ადამიანები არიან უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან იმისათვის, რომ ან გაიტესტონ ან ჯანდაცვის სისტემაში მოხვდნენ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 128 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 111 818-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 045 პაციენტი და საერთო რაოდენობა 92 215-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 39 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 051 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system