თავში

"ინდური შტამი" საქართველოს ორ მოქალაქეს დაუდასტურდა - გამყრელიძე

"ინდური შტამი" საქართველოს ორ მოქალაქეს დაუდასტურდა - გამყრელიძე
ინდური შტამი საქართველოს ორ მოქალაქეს დაუდასტურდა - გამყრელიძე

კორონავირუსის ინდური შტამი საქართველოს ორ მოქალაქეს დაუდასტურდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოში დადასტურებული "ინდური შტამის" 5 შემთხვევიდან, 2 საქართველოს მოქალაქე, 3 კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 

გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს 2 მოქალაქის კონტაქტები გამოკვლეულია.

"დღეს დაუდასტურდა 5 ადამიანს "ინდური შტამის" არსებობა. ხუთიდან ორი საქართველოს მოქალაქეა. ხუთივეს აქვს უცხო ქვეყნებში და განსაკუთრებით შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია და შემოსული იყვნენ საქართველოში მაისის შუა რიცხვებში. ყველა მათგანის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქედან სამმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უკვე დატოვეს ქვეყანა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ისინი არიან იზოლირებულნი და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა. ისინი არიან სახლის პირობებში და დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system