თავში

საქართველოში ინდური შტამი დადასტურდა

საქართველოში ინდური შტამი დადასტურდა
საქართველოში ინდური შტამი დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დადასტურდა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინდური შტამი უცხო ქვეყნიდან შემოსულ 5 ადამიანს დაუდასტურდა.

"მოგახსენებთ, რომ კომპეტენციის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუდმივად აწარმოებს ქვეყანაში მოცირკულირე SARS-CoV-2-ის შტამების გავრცელების მონიტორინგს. 

ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით. 

ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. 

ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთიდაიგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. 

სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია. 

ეპიდკვლევების მონაცემებით მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system