თავში

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ევროკომისართან ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ევროკომისართ
ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ევროკომისართან ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის ევროკომისარს სტელა კირიაკიდისის ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა. მათ COVID-19-ზე და პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილეს ყურადღება. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს პანდემიით შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

შეხვედრაზე აღნიშნეს რომ საქართველომ COVAX-თან ინტენსიური თანამშრომლობით ვაქცინის პირველი დოზები უკვე მიიღო და დამატებით მოცულობას უახლოეს მომავალში ელოდება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა როგორც უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან, ისე პარტნიორ სახელმწიფოებთან და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

ვიდეოკონფერენციაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მონაწილეობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system