თავში

,,ის ჩვენი დროის გმირია" - რისთვის დააჯილდოვეს სასწრაფოს ექიმი

,,ის ჩვენი დროის გმირია" - რისთვის დააჯილდოვეს სასწრაფოს ექიმი
,,ის ჩვენი დროის გმირია - რისთვის დააჯილდოვეს სასწრაფოს ექიმი

სასწრაფო დახმარების ექიმი ირაკლი ცხვიტავა სენაკის საპატიო მოქალაქის წოდებით დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გასულ წელს ირაკლი ცხვიტავამ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ადიდებულ მდინარეში გადავარდნილი ქალი გადაარჩინა.

,,ირაკლი ექიმი პროფესიონალიზმით და საქმისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ის ჩვენი დროის გმირია, რომლისთვისაც ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვა ცხოვრების მთავარი აზრია. ირაკლი 9 წელია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმია. გვეამაყება", - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system