თავში

ჩერნობილის რეაქტორის საკონტროლო ოთახი ტურისტებისთვის გაიხსნა

ჩერნობილის რეაქტორის საკონტროლო ოთახი ტურისტებისთვის გაიხსნა
ჩერნობილის რეაქტორის საკონტროლო ოთახი ტურისტებისთვის გაიხსნა

ჩერნობილის რეაქტორის საკონტროლო ოთახის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. უკრაინამ, ჩერნობილი ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ოფიციალურად ივნისში გამოაცხადა. თუმცა ამჯერად ქვეყანამ საკონტროლო ოთახის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეისათვის ამ ოთახში რადიაციის დოზა ნორმალურზე 40 000-ჯერ მაღალია.

შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ოთახში შემსვლელებს მოეთხოვებათ სპეციალური კოსტიუმი, ჩაფხუტი, ნიღაბი და სამრეწველო ჩექმები. ოთახში ტური მხოლოდ 5 წუთს გრძელდება და მისი დასრულების შემდეგ, იქ ნამყოფმა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს რადიაციის ორი შემოწმება.

უკრაინის ხელისუფლება ჩერნობილში ახალი ტურისტული ბილიკებისა და საგუშაგოების აშენებასაც გეგმავს.

საკონტროლო ოთახი განსაკუთრებით გამორჩეულად ჩანდა HBO-ს სერიალში „ჩერნობილი“, რომელმაც 10 ემი მიიღო. სერიალი 2019 წლის მაისში გამოვიდა და მას შემდეგ, ტურისტული კომპანიების ცნობით, ჩერნობილის ტურებზე მოთხოვნა წარმოუდგენლად გაიზარდა. აკრძალულ ზონაში წელს უკვე შევიდა დაახლოებით 85 000 ტურისტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system