თავში

იტალიიდან ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენილი ორი მგზავრი შემოწმებაზე გადაიყვანეს

იტალიიდან ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენილი ორი მგზავრი შემოწმებაზე გადა
იტალიიდან ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენილი ორი მგზავრი შემოწმებაზე გადაიყვანეს

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში, ბოლონიის რეისით ჩამოფრენილი ორი მგზავრი შემოწმებაზე გადაიყვანეს. ეკიპირებულმა პირებმა, ისინი სპეციალურ ავტომობილში მოათავსეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის  განცხადებით, მათ შორის ერთი პირი სამხედრო იყო, რომელიც იმყოფებოდა ბოლონიაში, რისკ ზონაში და ის გორში წაიყვანეს. მისივე ცნობით, მას მაღალი ტემპერატირა არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, მის გადაყვანაზე რეკომენდაცია არ გაუციათ და ის სამხედროებმა წაიყვანეს.

რაც შეეხება მეორე მგზავრს, რომელიც ასევე ბოლონიიდან ჩამოვიდა, მას ტემპერატურა 37, 5 აღენიშნებოფა და ქუთაისის საავადმყოფოში, უსაფრთხოების მიზნით გადაიყვანეს.

აღნიშნულ რეისზე სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ექიმები ყველა პაციენტს ამოწმებენ და მათ მონაცემებს იწერენ.

რეისით, ქუთაისის აეროპორტში 97 მგზავრი ჩამოფრინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system