თავში

ტიკარაძე: გამოვლენილია 100-ზე მეტი კონტაქტი, რომელსაც ინფიცირებულთან ჰქონდა ურთიერთობა

ტიკარაძე: გამოვლენილია 100-ზე მეტი კონტაქტი, რომელსაც ინფიცირებულთან ჰქონდა ურთიერთობა
ტიკარაძე: გამოვლენილია 100-ზე მეტი კონტაქტი, რომელსაც ინფიცირებულთან ჰქონდა ურთიერთობა

მარნეულში გამოვლენილია 100-ზე მეტი კონტაქტი, რომელსაც პაციენტთან ჰქონდა ურთიერთობა. მიმდინარეობს ყველა ადამიანის მოკვლევა,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღის ბოლოს, მარნეულიდან ელოდებიან გარკვეულ შედეგებს, რომელსაც საზოგადოებას გააცნობენ.

"დღეს ჩვენი ექიმების შრომამ გამოიღო შედეგი და ეს ძალიან სასიამოვნო ამბავია. 8 პაციენტი გაეწერა სახლში, ისინი კიდევ იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ. დღის ბოლოს, კიდევ ველოდებით 3 პაციენტზე ინფორმაციას და იმედია, როგორც ჯანმრთელებს, ხვალ გავწერთ სახლში", - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ ასევე ისაუბრა ტესტების შემოტანაზეც, მინისტრის თქმით, ხვალიდან საქართველოში ტესტების შემოტანა დაიწყება.

"მოსახლეობის მიზნობრივ ტესტირებას დავიწყებთ ოთხშაბათიდან, ეტაპობრივად შემოვა ტესტები და რაოდებობა იქნება საკმარისი",-განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული.

ცნობისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილება, მარნეულში კორონავირუსის დაფიქსირებამ გამოიწვია. ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომელსაც ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. როგორც ირკვევა აქედან 8 უკვე გამოჯანმრთელებულია, მათგან 5 კლინიკიდან გაწერილია. კარანტინის რეჟიმში 3 320 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 235.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system