თავში

იუსტიციის სახლები გარკვეული შეზღუდვებით იხსნება

იუსტიციის სახლები გარკვეული შეზღუდვებით იხსნება
იუსტიციის სახლები გარკვეული შეზღუდვებით იხსნება

ხვალიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, აღნიშნული სერვისები ახალი პრინციპით იმუშავებს. 

"ახალი პრინციპი არის შემდეგი, იმისათვის, რომ თქვენ განაცხადი შეიტანოთ სხვადასხვა სერვისზე და მოხვდეთ იუტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრის ან სანოტარო ბიუროს შენობაში, ამისთვის საჭირო იქნება მოქალაქის პორტალ www.my.gov.ge-ს მეშვეობით დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ დღეს და დროს. ამ გევრდის გავლით შენობაში ვერ მოხვდება ვერცერთი მოქალაქე. ჯავშნის ელექტრონული სისტემა მოქმედებს ამ დროიდან და შეგიძლიათ დაჯავშნოთ თქვენი ვიზიტი. ერთადერთი, რომელიც არ იქნება აქტიური, ეს გახლავთ რიტუალის მეშვეობით ქორწინების სერვისი, ვინაიდან ეს სერვისი გულისხმობს ერთ სივრცეში გარკვეული რაოდენობის ადამიანების ყოფნას. ეს იმოქმედებს მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის ვადით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების კვალდაკვალ, შევძლებთ ახალი წესის კორექტირებას, რომელსაც დღეს გთავაზობთ. ასევე გეტყვით, რომ შენობაში არ დაიშვებიან მოქალაქეები პირბადის გარეშე და ასევე ბავშვები,"-განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, 31 მარტს დაიხურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system