თავში

კახა კალაძე ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე მუშაობა დაწყებულია

კახა კალაძე ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე მუშაობა დაწყებულია
კახა კალაძე ადასტურებს, რომ ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე მუშაობა დაწყებულია

თბილისის მერი, კახა კალაძე ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლება. 

ანონპროექტი მნიშვნელოვანია. ამაზე გუნდში არის თანხვედრა თუმცა დეპუტატები, რომლის განცხადებებსაც ვისმენთ, სიახლე არავისთვის არ არის, ყოველთვის იყვნენ წინააღმდეგი. მათ აქვთ თავიანთი დასაბუთება და არგუმენტები, რატომ არ უნდა შეიცვალოს არსებული სისტემა, თუმცა არსებული სისტემა შეიცვლება“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ასევე ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სიის ფორმირება უკვე მიმდინარეობს. 

„არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს. ჩვენ დაწყებული გვაქვს შეხვედრები როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქის პარტიულ ორგანიზაციებთან. როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, ისე მმართველი პარტია ემზადება 2020 წლის არჩევნებისთვის. სიის ფორმირებას რაც შეეხება, დაწყებულია მუშაობა, განხილვები, ჯერ გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. როცა იქნება სიახლეები, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი კახა ოქრიაშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს. მისი ინფორმაციით, უმრავლესობაში მსგავს პოზიციაზე სხვა დეპუტატებიც არიან. 

საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეს დაიწყო. დეპუტატები განიხილავენ, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის მიერ მომზადებულ ვარიანტს.

ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებულია არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში და დაშვებულია საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა 20-21 ივნისის აქციების  შემდეგ გადაწყვიტა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი ივლისში დაიწყო. ინიციატივა "ქართულმა ოცნებამ წარადგინა".

ინიციატივის თანახმად, ცვლილებები 2020 წლის პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, ნულპროცენტიანი (ბუნებრივი) ბარიერით. პარლამენტის მანდატის მიღება შეუძლია ყველა პარტიას, რომელიც, ხმების, სულ მცირე, 0,67%-ს დააგროვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system