თავში

კახა კუკავა თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას და საქართველოში გაყიდვას იწყებს

კახა კუკავა თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას და საქართველოში გაყიდვას იწყებს
კახა კუკავა თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას და საქართველოში გაყიდვას იწყებს

კახა კუკავას პარტია თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას და საქართველოში რეალიზაციას იწყებს. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის თქმით ის მედიკამენტებს დედაქალაქში იმავე ფასად გაყიდის რაც თურქეთში ღირს.

„ჩვენ მივიღეთ არაორდინალური გადაწყვეტილება, დავიწყებთ ანტიმონოპოლიურ იმპორტს თურქეთიდან. ორშაბათიდან დედაქალაქში დავიწყებთ ამ მედიკამენტების გაცემას იმავე ფასად, რაც ღირს თურქეთში. ორი-სამი კვირის შემდეგ კი, დავიწყებთ იგივე პროგრამას რეგიონებშიც. რადგან მთავრობამ შვიდი წელია, ვერ დაადგა თავი ამ პრობლემას, ჩვენ უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა კახა კუკავამ.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის თქმით, საქართველოში მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებულ პრობლემას ბაზარზე არსებული მონოპოლისტი კომპანიები ქმნიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system