თავში

ქარელში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

ქარელში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება
ქარელში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

ქარელში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება.

ოკუპანტები ამჯერად თამარაშენი-ღოღეთის მონაკვეთზე გამოჩნდნენ, სადაც საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს.

ნიშნულები სიღრმეში-ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმართეს. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა ბორდერიზაციის პროცესი 21 აპრილს განაახლეს. მათ ხის ძელები ქარელში, სოფელ ტახტისძირში დაამონტაჟეს, სადაც გასულ წელს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელო ბანერები ჰქონდათ აღმართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system