თავში

,,კარგი ექიმი თუ იყო, თავს როგორ ვერ მიხედაო..."- გარდაცვლილი ექიმის მეგობრის ემოციური პოსტი

,,კარგი ექიმი თუ იყო, თავს როგორ ვერ მიხედაო..."- გარდაცვლილი ექიმის მეგობრის ემოციური პოსტი
,,კარგი ექიმი თუ იყო, თავს როგორ ვერ მიხედაო...- გარდაცვლილი ექიმის მეგობრის ემოციური პოსტი

კორონავირუსით გარდაცვლილი, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ექიმის, ნათია მსხვილიძის თანამშრომელი და მეგობარი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.

,,ნათი, ასეთები მოვედით წლების წინ ჩვენ თითქმის ერთდროულად ბაღდათის სამედიცინო ცენტრში და სასწრაფოში.
გავიდა წლები და "გოლიათების სმენა" დაგვარქვეს. 
მსუქანი ადამიანები კეთილები არიანთქო, თავს ვინუგეშებდით.

კორონა მრგვალია და მსუქნებს არ ეკარებათქო, ვიცინოდით, შევცდით...
კარგი ექიმი თუ იყო, თავის თავს როგორ ვერ მიხედაო, ამბობენ თურმე... უგუნურები.
ექიმები ავადმყოფებს და ავადმყოფობებს არ ირჩევენ და საკუთარ ჯანმრთელობას, ოჯახის ინტერესებს, ხშირად თავიანთ პროფესიას წირავენ.
ნათი, სხვებზე ზრუნვაში საკუთარი თავი დაგავიწყდა, მოვალეობას არ უღალატე და დაგაგვიანდა, ვეღარ გიშველეთ..
გაგრძელდება ცხოვრება უშენოდ, მაგრამ ჩემთვის იქნება ნათიამდე და ნათიას შემდეგ...დღეს ბოლო გზაზე გაგაცილებ, დაგემშვიდობებით...
მომენატრები, დამაკლდები, მეცოდები...
ჩემო ერთგულო მეგობარო, თბილო, ტკბილო, კეთილო, ყველასგან განსხვავებულო...სიკვდილიც განსხვავებული გერგო...როგორ დაიტანჯე...
ვერ გიშველე. შენი სუნთქვა, შენი დატანჯული სახე ახლაც თვალწინ მიდგას... მიყვარხარ...,მაპატიე...",
- წერს გარდაცვლილი ექიმის მეგობარი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system