თავში

ქედაში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო

ქედაში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო
ქედაში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო
© აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ქედაში ადიდებულმა მდინარემ წონიარისი-კანტაური-ტიბეთას საავტომობილო ხიდი დააზიანა.

ამ დროისთვის ხიდზე გადაადგილება შეუძლებელია.

სოფელ წონიარისის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ შემოვლითი გზითაა შესაძლებელი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს ქედში, ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიმდებარედ ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭარისწყალში ადიდებული წყლის დონის გამო ჩამოინგრა ტიბეთას, ქანტაურის, აბუქეთას და საბადურისკენ მიმავალი რკინის კონსტრუქციის საავტომობილო ხიდი. დაშავებული არავინ არის. აღნიშნულ სოფლებთან არსებობს ალტერნატიული მიმავალი გზა.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ხულოშიც, სადაც დიდაჭარა-საციხურის საავტომობილო გზის მონაკვეთი ჩავარდა, რომლითაც ხუთი სოფელი სარგებლობს.

ცნობისთვის, სტიქიას ასევე ებრძვიან, შიდა ქართლსა და იმერეთში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system