თავში

ხარაგაულში მუშის გარდაცვალების გამო გვირაბის მშენებლობა შეჩერდა

ხარაგაულში მუშის გარდაცვალების გამო გვირაბის მშენებლობა შეჩერდა

ხარაგაულში მუშის გარდაცვალების გამო, გვირაბის მშენებლობა შეჩერდა და კომპანიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ავრცელებს.

,,ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელ გვირაბის გაყვანითი სამუშაოებისას, რომელსაც აწარმოებს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ფილიალი საქართველოში, მოხდა უბედური შემთვევა, რასაც მოჰყვა ერთი დასაქმებულის გარდაცვალება.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მოახდინა მყისიერი რეაგირება და დაიწყო უბედური შემთხვევის მოკვლევის პროცედურები. მოკვლევის შედეგად შრომის ინსპექციამ გამოავლინა უსაფრთოების წესების დარღვევა, კერძოდ, სამუშაოს წარმოებისას გამოიყენებოდა დაზიანებული,ამორტიზებული,ტექნიკურად გაუმართავი მძიმე ტექნიკა, სამშენებლო მოედნზე უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფა, საფრთხეების არასწორი/არასრულყოფილი იდენტიფიცირება და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მიერ, მიმდინარე წელს არაერთგზის განხორციელდა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ფილიალის ობიექტების ინსპექტირება, რის საფუძველზეც კომპანის მიმართ გამოყენებულ იქნეა სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სახდელი. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ კომპანიაში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრება.

გამომდინარე აქედან, უბედური შემთვევის მოკვლევის, ინსპექტირების განხორციელებისა და ანალიზის საფუძველზე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ ობიექტზე ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნას სამუშაო პროცესის შეჩერება და ჯარიმა - 50 000 ლარის ოდენობით.

შრომის ინსპექცია მოუწოდებს ყველა დამსაქმებელს, მოხდეს შრომის უსაფრთოების კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვა სამუშაო ადგილებზე, წინააღმდეგ შემთვევაში შრომის ინსპექცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, რათა მოხდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლების- უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა", - აღნიშნულია განცხადებაში.

7 ოქტომბერს, ხარაგაულში, მუშას კომპანიის კუთვნილი სატვირთო დაეჯახა და გარდაიცვალა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system