თავში

სამტრედიაში მაშველები ოთხი ადამიანის დახმარებას ცდილობენ

სამტრედიაში მაშველები ოთხი ადამიანის დახმარებას ცდილობენ
სამტრედიაში მაშველები ოთხი ადამიანის დახმარებას ცდილობენ

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონის მეორე მხარეს დარჩენილი ოთხი ადამიანის გამოყვანას ცდილობენ.

არსებული ინფორმაციით, სოფელ გომის მიმდებარედ, ადგილობრივებს მდინარის მეორე მხარეს საძოვრებზე პირუტყვი ჰყავთ.

ადიდებულმა მდინარემ გამოსასვლელი დატბორა, რის გამოც მათი გამოყვანა გართულდა. 

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. მუშაობს სპეციალური ტექნიკა.

სამტრედიის მერის, ვალერიან ფოცხვერიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე მაშველები ნავით მიემართებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system