თავში

"კლინიკური სექტორი მობილიზებულია" - გაბუნია

"კლინიკური სექტორი მობილიზებულია" - გაბუნია
კლინიკური სექტორი მობილიზებულია - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს საწოლების 50% თითქმის თავისუფალია.

მისივე თქმით, დამატებითი ნაკადის მართვის საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალურ სექტორს ამის შესაძლებლობა აქვს.

გაბუნიამ ეპიდვითარებაზე საუბრისას კვლავ ვაქცინის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ "ომიკრონის" წინააღმდეგ განსაკუთრებით იცავს ვაქცინის დამატებითი დოზა.

"ომიკრონის" წინააღმდეგ ვაქცინა კვლავაც იცავს. განსაკუთრებით, "ბუსტერი". ამდენად, ვაქცინაციის პროგრამაში ჩართულობა მნიშვნელოვანია. კლინიკური სექტორი მობილიზებული რჩება. დღეისთვის მაღალი დატვირთვა არ არის. საწოლების 50% თითქმის თავისუფალია. აქედან გამომდინარე, თუ საჭირო გახდება დამატებითი ნაკადის მართვა, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს ამის შესაძლებლობა აქვს",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system