თავში

კონკურს "ლიტერას" ჟიური ოქტაი ქაზუმოვმაც დატოვა

კონკურს "ლიტერას" ჟიური ოქტაი ქაზუმოვმაც დატოვა
კონკურს ლიტერას ჟიური ოქტაი ქაზუმოვმაც დატოვა

ლიტერატურული კონკურსი "ლიტერა" ჟიური მესამე წევრმა ოქტაი ქაზუმოვმა დატოვა. ამის შესახებ ქაზუმოვი facebook-ზე წერს.

"მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა და იმედი მაქვს ყველა მოპროტესტე მის დასაცავად მის კიბეებზე გაათენ-დააღამებს ისეთივე მონდომებით, როგორც ახლა იბრძვის სამართლიანად კულტურისგან ასიათასი მილით შორს მყოფი "მილისტის" წინააღმდეგ. მეც ვტოვებ ჟიურის", - წერს ქაზუმოვი.

ცნობისთვის, კონკურსი მანამდე დატოვა ჟიურის კიდევ ორმა წევრმა, მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა და კრიტიკოსმა და მწერალმა, ლელა კოდალაშვილმა.

შეგახსენებთ, კონკურს "ლიტერას" თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის გამო კონკურსანტები ეთიშებიან. კონკურსს უკვე გამოეთიშნენ მწერლები, პოეტები და დიზაინერი: ტორესა მოსი, ჯაბა ზარქუა, მათე სარალიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, დავით ქაშიაშვილი, თეონა ჭანიშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, ელენე კვირკველია, ზვიად კვარაცხელია, ნათია გიორგაძე, ირინა ტაბაღუა, ანდრო დადიანი, ნინო სამყურაშვილი, რატი მუჯირი, გიორგი შონია, ეკა ქევანიშვილი და დიზაინერი ნატალია ავალიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system