თავში

კორონავირუსი შსს-ს კიდევ 13 თანამშრომელს დაუდასტურდა

კორონავირუსი შსს-ს კიდევ 13 თანამშრომელს დაუდასტურდა
კორონავირუსი შსს-ს კიდევ 13 თანამშრომელს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა და COVID-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს. ამის შესახებ report.ge-ს უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 13-დან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა:

,,2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში;

3 შემთხვევა კი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში;

კორონავირუსის 1 ფაქტი დადასტურდა ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც;

1 შემთხვევა გამოვლინდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში;

1 შემთხვევა დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში;

2 შემთხვევა დადასტურდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში.

ასევე, კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში - დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომელს სამეგრელოში", - აცხადებენ უწყებაში. 

მათივე ცნობით, შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩაუტარდა. ცამეტივე თანამშრომელს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის, 20 სექტემბერს COVID-19 შსს-ს 11 თანამშრომელს დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system