თავში

კორონავირუსი "ქართული ოცნების" ოფისის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა

კორონავირუსი "ქართული ოცნების" ოფისის კიდევ ერთ
კორონავირუსი ქართული ოცნების ოფისის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა

COVID-19 "ქართული ოცნების" ოფისის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი 5 პირია ინფიცირებული. ორი ინფიცირებული სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლის კონტაქტებიდან არის, მათ შორის ერთ-ერთი პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის წევრია. 

პარტიის ოფისის 200 თანამშრომელს COVID-19-ზე ტესტი უკვე ჩაუტარდათ. 

ქართული ოცნების განცხადებით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. დადასტურებულ პაციენტთან ახლო კონტაქტ პერსონალს გარკვეული პერიოდი შეეზღუდა კონტაქტები და დროებით იზოლაციაში გადავიდნენ. მოხდა ოფისის დეზინფექცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system