თავში

კორონავირუსის 25 შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა

კორონავირუსის 25 შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა
კორონავირუსის 25 შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა. ამის შესახებ მხარის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, ვირუსით დაინფიცირებული პირი მესტიაში ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად და ვირუსი სავარაუდოდ, მისგან გადაედოთ.

„მესტიის მუნიციპალიტეტში იკვეთება ერთი ოჯახი, რომელსაც ჰყავდა სტუმარი და სავარაუდოდ, ვირუსი გადაედოთ მისგან, ვირუსი გადაედოთ ამ ოჯახის კონტაქტებს, საუბარია სულ 17 დადასტურებულ შემთხვევაზე, აქედან მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი არის 7. პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში, ნაწილის გადმოყვანა მიმდინარეობს ახლა და ისინი მოთავსდებიან როგორც ზუგდიდის ასევე სხვა კლინიკებში. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ლაბორატორიული კვლევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის 5 ბრიგადა დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სოფელში და აიღებს ყველა მცხოვრებისთვის ბიოლოგიურ მასალას",- განაცხადა ნინო ვიბლიანმა. 

ცნობისთვის, გუშინ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მესტიიდან 75 წლის პაციენტი შეიყვანეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system