თავში

კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი ესპანეთიდანაა შემოტანილი

კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი ესპანეთიდანააოტა
კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი ესპანეთიდანაა შემოტანილი

ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღეს დადასტურებული სამი შემთხვევიდან ერთი ესპანეთს უკავშირდება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სწორედ ამ ქვეყნიდან არის ვირუსი შემოტანილი. მისივე განცხადებით, სხვა ორი პაციენტის მდგომარეობისა შესახებ ინფორმაცია არ აქვს, რადგან ისინი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არ არიან განთავსებულნი. 

გუშინ, თბილისის ინფექციურ კლინიკაში 21 ტესტი ჩატარდა და ერთთან მივიღეთ დადებითი პასუხი. დანარჩენთან უარყოფითი. პარალელურად როგორ იცით, შემოსულ პაციენტებთან, რომლებთანაც უკვე გავიდა 15-16 დღე პერიოდულად ტარდება ტესტირება, ჯერჯერობით დინამიურად გაუმჯობესებულია, სუსტი დადებითი მაჩვენებლი აქვთ ტესტის შედეგებს. რაც უკვე ამბობს, რომ იმ კრიტერიუმით, რამდენ დღეშიც განმეორება სჭირდება, ალბათ უკვე ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი იქნება. ამაზე თანდათანობით მოგაწვდით ინფორმაციას. მონიტორინგი შეგვიძლია ჩავატაროთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ერთი ახალი - ესპანეთიდან შემოტანილი შემთხვევაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა.კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system