თავში

კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის კონტაქტები ცნობილია - VIDEO

კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის კონტაქტები ცნობილია
კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის კონტაქტები ცნობილია  - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია. მათ ბოლო 2 ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი. 

ახალი ინფიცირებულებიდან 4 გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული, ხოლო 2 - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. 

"97 დადასტურებული შემთხვევიდან 47 იმყოფება ჩვენთან. როგორც იცით, გუშინ ერთი შემოგვემატა და მისი წყარო არის ინგლისი, დანარჩენი ექვსი ახალი დამატებული პაციენტის წყარო ცნობილია. ესენი არის ბოლო ორი შემთხვევის კონტაქტები. ოთხი გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული და ორი საუნივერსიტეტო კლინიკაში" - აღნიშნა ეზუგბაიამ. 

ექიმის განმარტებით, 97 პაციენტიდან 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ორი პაციენტის მდგომარეობა გუშინ დასტაბილურდა. 

"ქვეყნის მასშტაბით, დაინფიცირებული 97 პაციენტიდან, 6-ის მდგომარეობა არის მძიმე, შეიძლება ვთქვათ - კრიტიკული. ამ ექვსი მძიმე პაციენტიდან ოთხი მოთავსებულია ჩვენთან, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. მათი მდგომარეობა გუშინ დასტაბილურდა. დღეს ჯერ კიდევ თავს ვიკავებთ იმის თქმისგან, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა, რადგან დღეს იქნება მეორე დღე მათი მდგომარეობის შეფასებისთვის, როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური და ლაბორატორიული მონაცემებით და თუ დღესაც ვითარება იქნება ისევ სტაბილური, ალბათ უნდა ველოდოთ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასეთ შემთხვევაში გამოჯანმრთელების პროგნოზირება შესაძლებელი იქნება" - განაცხადა ეზუგბაიამ. 

შეგახსნებეთ, საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულია 18 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში - 4876, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264 ადამიანი იმყოფება. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system