თავში

კორონავირუსთან დაკავშირებით ტაქსებს შეზღუდვები უწესდება

კორონავირუსთან დაკავშირებით ტაქსებს შეზღუდვები უწესდება
კორონავირუსთან დაკავშირებით ტაქსებს შეზღუდვები უწესდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტაქსის მძღოლებს, მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ report.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვები ეხება ტაქსში მგზავრების განთავსებასაც. 

გარდა ამისა, დედაქალაქის მერია მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახლში დარჩენისკენ. 

"აღნიშნულ პერიოდში, მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს - მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.

მოვუწოდებთ თბილისში მომსახურე ტაქსის მძღოლებს, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც ვირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გასცემს.

ასევე, კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს მოსახლეობას - დარჩით სახლში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ისარგებლეთ" - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system