თავში

კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, კლინიკაში სულ 25 პაციენტი იმყოფება.

„გუშინ 15 პაციენტთან ჩატარდა ტესტირება კორონავირუსზე და ყველაზე მიღებულია უარყოფითი პასუხი, ნაწილი უკვე გადასულია საკარანტინო სივრცეში, ნაწილი დღეს გადავა. ამ დროისთვის, მხოლოდ 5 პაციენტზეა ტესტი ასაღები. 9 ინფიცირებული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა 24 საათის მეთვალყურეობის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საშუალოზე მძიმე, მაინც საყურადღებოა ეს პაციენტი. მეორე პაციენტის მდგომარეობა არის შედარებით მსუბუქი. დანარჩენი შვიდი პაციენტი დადებითი ტესტირებით და კლინიკის გამოვლენის გარეშე, მათთან გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა და შეფასება. ჯერჯერობით, ყველასთან მოსალოდნელია დაავადების პროგნოზირება და კლინიკის გამოვლენა. ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად შევინარჩუნებთ არსებულ სიტუაციას, რადგან ამ პაციენტების კვლევა და მართვა წარმოებს იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც უკვე შემუშავებულია", - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში 162 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 45 პაციენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system