თავში

კოვიდინფიცირებული კორნელი კაკაჩიას მდგომარეობა დამძიმდა

კოვიდინფიცირებული კორნელი კაკაჩიას მდგომარეობა დამძიმდა
კოვიდინფიცირებული კორნელი კაკაჩიას მდგომარეობა დამძიმდა

ორგანიზაცია ,,საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორის, კორნელი კაკაჩიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

კორონავირუსით ინფიცირებული ცნობილი პოლიტოლოგი ამჟამად რუხის კლინიკაში მკურნალობს. რამდენიმე საათის წინ კორნელი კაკაჩიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

,,მეგობრებო, ჩემი ცხოვრება მოულოდნელად სულ სხვა მხარეს აღმოჩნდა... დედას რომელსაც მანამდეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები დაუდგინდა კოვიდი. ორივე რუხის საავადმყოფოში ვართ, დედა ამ ეტაპზე უკეთაა. ჩემი მდგომარეობა უფრო რთულადაა... ბოლო 6 დღე ზედიზედ მაღალი, 39 სიცხე, სტაბილურად მიჭირს სუნთქვა (მარჯვენა ფილტვის პნევმონია), დღე-ღამე არეული მაქვს, ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ და ნუ მიწყენთ. უბრალოდ ამ ეტაპზე მეტი არ შემიძლია. ყველას გიხდით მადლობას ვინც აქამდეც მხარს გვიჭერდით. ყველანი მეიმედებით", - დაწერა კაკაჩიამ ,,ფეისბუქში".

მოგვიანებით კი, მისი მდგომარეობა დამძიმდა.

როგორც ,,საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის"  წარმომადგენელმა სალომე კანდელაკმა report.ge-ს განუცხადა, კორნელი კაკაჩიას მდგომარეობა კრიტიკულია და ოჯახი პაციენტის თბილისში გადაყვანას ითხოვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system