თავში

კულტურის სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს

კულტურის სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს
კულტურის სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, მსახიობ ლეილა ძიგრაშვილის გარდაცვალების გამო.

მსახიობი 1948-1966 წლებში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოღვაწეობდა, ხოლო 1966-წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 

ლეილა ძიგრაშვილს შესრულებული აქვს არაერთი საინტერესო როლი: ტურანდოტი (ფ. შილერის "პრინცესა ტურანდოტი"); ჯუდიტ ანდერსონი (ბ. შოუს "ეშმაკის მოწაფე"); სამძივარა (კ. გამსახურდიას "ხოგაის მინდია"); დედამთილი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"); ენონა (ჟ. რასინის "ფედრა") და სხვა. ქალბატონი ლეილა გადაღებულია არაერთ ფილმში. 

იგი იყო მხატვრული კითხვის დიდოსტატი და წლების განმავლობაში კინოსტუდია ქართულ ფილმში გამხმოვანებლად მუშაობდა. მისი ხმით საუბრობენ არიადნა შენგელაია ფილმში „შერეკილები“, სოფიკო ჭიაურელი ფილმში „ჩვენი ეზო“, ლილი იოსელიანი „ბერნარდა ალბას სახლში“ და სხვა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს ქალბატონი ლეილას ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და მთელ თეატრალურ საზოგადოებას.

მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system