თავში

კულუმბეგოვი: ძალიან საშიში არ არის

კულუმბეგოვი: ძალიან საშიში არ არის
კულუმბეგოვი: ძალიან საშიში არ არის

იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პესიმისტური სცენარის განვითარების მოლოდინი არ არის.

,,ჩვენ გვეშინია, რომ ვირუსი სხვა სახით არ მოგვევლინოს. ანუ, იმუნურ სისტემას არ გაექცეს. იმუნური სისტემისგან გაქცევა, ერთი მხრივ, ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს ინფექცია, რეინფიცირების რისკის ქვეშ დგებიან, რეინფიცირება მასობრივ ხასიათს მიიღებს და შეიძლება ვაქცინასაც შემოუაროს. ჯერჯერობით ასეთი პესიმისტური სცენარი ვირუსის ახალ შტამთან მიმართებაში არ ჩანს, ამიტომ, ძალიან საშიში ეს არ არის,"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, მთავარია, საზოგადოებამ კვებისა და ძილის რეჟიმი მოიწესრიგოს, რაც იმუნოდეფიციტის რისკს ამცირებს.

,,ადამიანების უდიდეს ნაწილს რაიმე სერიოზული იმუნოდეფიციტი არ აქვს. ეს არის გენეტიკური, იშვიათი დაავადებები. ამიტომ, მსუბუქი, წარმავალი იმუნური სისტემის ნაკლოვანება განპირობებული არის იმით, რომ ადამიანები სრულფასოვნად არ იკვებებიან, როდესაც ბევრი სტრესი აქვთ, ძილი და ფიზიკური აქტივობა არ აქვთ მოწესრიგებული. თუ აქედან სამს მაინც დავაბალანსებთ, ჩვენი იმუნური სისტემა მეტ-ნაკლებად კარგად იმუშავებს, აქ რაიმე მზა რეცეპტი ან მედიკამენტი, ბუნებრივია, არ არსებობს,"- განაცხადა კულუმბეგოვრა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი სახეობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია.

ცნობილია, რომ ევროპის ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთთან ფრენები კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის გამო შეაჩერა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთით გამოვლენილი ახალი SARS-CoV-2 70%-ით უფრო გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system