თავში

ქუთაისი-ალპანას მიმართულებით საავტომობილო გზა აღდგენილია

ქუთაისი-ალპანას მიმართულებით საავტომობილო გზა აღდგენილია
ქუთაისი-ალპანას მიმართულებით საავტომობილო გზა აღდგენილია

ქუთაისი-ალპანა მამისონის 126-127-128 მონაკვეთებზე, საგლოლოს ტერიტორიაზე  საგზაო მიმოსვლა აღდგენილია. ამის შესახებ განცხადებას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გააქტიურებული მეწყრული მოვლენების გამო დღეს დილიდან გზის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობდა აღნიშნულ მონაკვეთებზე.

"ამ დროისთვის გზა გამავალია. ადგილზე მობილიზებული რჩება შესაბამისი ტექნიკა",- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისტიის, უხვმა ნალექმა დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა. რამდენიმე ადგილზე განვითარდა მეწყერული პროცესები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system