თავში

ქუთაისის სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა

ქუთაისის სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა
ქუთაისის სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა

ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი უსახსრობის მიზეზით დატოვა. მან კლინიკაში განაცხადა, რომ მას შვილის შენახვა არ შეეძლო და იძულებული იყო დაეტოვებინა. 

მოგვიანებით სოციალურ სამსახურს მიმართა და დახმარება ითხოვა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობით, ოჯახის მხარდაჭერი სერვისების რესურსის ფარგლებში შეეთავაზა ყველა საჭირო პროგრამა დედისა და შვილების ერთად ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ არსებობს შვილის დედისაგან განცალკევების საჭიროება.

მათივე ინფორმაციით, დედისა და შვილისთვის უზრუნველყოფილია საცხოვრებელი გარემო შესაბამისი მომსახურებით დედათა და შვილთა თავშესაფარში.

ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

მას შემდეგ, რაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, მოქალაქეებმა ახალშობილისა და დედის დასახმარებლად საქველმოქმედო კამპანია წამოიწყეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system