თავში

ქუთაისში, სკოლის შენობიდან გადმომხტარი ბავშვის მდგომარეობის დეტალები

ქუთაისში, სკოლის შენობიდან გადმომხტარი ბავშვის მდგომარეობის დეტალები
ქუთაისში, სკოლის შენობიდან გადმომხტარი ბავშვის მდგომარეობის დეტალები

ქუთაისში, მე-9 საჯარო სკოლის შენობიდან გადმომხტარი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შესახებ report.ge-ს იმერეთის რეგიონული კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერმა, ირაკლი გოგინავამ განუცხადა.

საავადმყოფოს მენეჯერის თქმით, მოზარდს წვივის ძვლების ოპერაცია ჩაუტარდა. 

„მოზარდს წვივის ძველებს ოპერაცია გაუკეთდა. კარგად არის და ალბათ სამ-ოთხ დღეში სახლში გავწერთ,"- აცხადებს გოგინავა.

ქუთაისში, მე-9 საჯარო სკოლის მე-2 სართულიდან, მე-10 კლასელი ბავშვი გადახტა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system