თავში

"ქვეყანაში ინფიცირების ე.წ. აღმავალი ტალღა იწყება" - გამყრელიძე

"ქვეყანაში ინფიცირების ე.წ. აღმავალი ტალღა იწყება" - გამყრელიძე
ქვეყანაში ინფიცირების ე.წ. აღმავალი ტალღა იწყება - გამყრელიძე

"იწყება კიდევ ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირებისა, რომელიც დიდი ალბათობით გამოწვეულია სწორედ ახალი შტამით,"ომიკრონით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. 

ამირან გამყრელიძე საზოგადოებას აცრისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

"გთხოვთ, ვიყოთ მაქსიმალურად მოკრძალებული, რამეთუ, ქვეყანაში უფრო ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს იყო დეკემბრის მეორე ნახევარში და იწყება კიდევ ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირებისა, რომელიც დიდი ალბათობით გამოწვეულია სწორედ ახალი შტამით, "ომიკრონით". ამიტომ გთხოვთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ ავიცრათ და დავიცვათ წესები და რეგულაციები. ეს გახლავთ პირველ რიგში, პირბადის ტარება, დიდი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება, სანიტარული წესრიგი და დისტანციის დაცვა. შედარებით მარტივად აღსასრულებელია ყველა ეს რეკომენდაცია და ამით ჩვენ ვიცავთ ჩვენ თავს და ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. ანუ ჩვენ ვიცრებით ქვეყნისთვის და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system