თავში

ლენტეხში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს სამხედროები აკონტროლებენ

ლენტეხში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს სამხედროები აკონტროლებენ
ლენტეხში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს სამხედროები აკონტროლებენ

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დასავლეთის სარდლობის სამოქმედო არეალი დღეს კიდევ გაიზარდა.

უწყების ცნობით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს ლენტეხის შესასვლელთან მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედროები სამართალდამცავებთან ერთად აკონტროლებენ.

დასავლეთის სარდლობის სამოქმედო არეალში არსებულ საგუშაგოებთან შედარებით განსხვავებულია ლენტეხის ჩექპოინტის ფუნქციური დატვირთვა. ლენტეხის საგუშაგო გადაადგილების შეზღუდულ პუნქტს წარმოადგენს და სამხედროები რაიონში მხოლოდ სამედიცინო, სასურსათო და საბანკო დანიშნულების მანქანებს უშვებენ. რაიონიდან გამოსვლისას კი, ტარდება მანქანების მკაცრი კონტროლი, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება და მოქალაქეების თერმოსკრინინგი.

ლენტეხის შეზღუდული გადაადგილების პუნქტზე მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა რკინის კონსტრუქციისგან დამზადებული ბარიერები დადგეს, დამონტაჟებულია ღამის განათების ძლიერი სისტემებიც. დისლოკაციის ადგილის დატოვებამდე ჯარისკაცებს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ, სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა მათი ეკიპირებაც.

ამჟამად, დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფები კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სამოქმედო არეალში 30 საგუშაგოზეა მობილიზებული.

თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, 22 მარტიდან დღემდე თავდაცვის ძალებმა საქართველოს მასშტაბით მოწყობილ საგუშაგოებზე 253 880 ავტომანქანის დეკონტამინაცია და 620 000 ადამიანის თერმოსკრინინგი ჩაატარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system