თავში

ლევან ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

ლევან ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა
ლევან ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

ლევან ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.

,,ცოტა ხნის წინ შემატყობინეს, რომ კოვიდით გარდაიცვალა , ლევან ვარშალომიძის მამა, გურამ ვარშალომიძე, - ის იყო აჭარის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, დამსახურებული, ღვაწლმოსილი მეცნიერი, ადამიანი, ვინც ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ერთ-ერთი პირველი გამოვიდა, მაშინ როდესაც ის მუშაობდა აჭარის მთავრობაში. პირადად ჩემთვის მძიმე დანაკარგია. ის მიემატა იმ ხალხის რიცხვს, ვინც ემსხვერპლა კოვიდს. ეს არის პირდაპირი შედეგი იმ პოლიტიკის, რომელიც გაატარეს გახარიამ და ივანიშვილმა, თავიდანვე აიგო მთელი პოლიტიკა სტატისტიკის გაყალბებასა და ორმაგ სტანდარტებზე", - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა ,,TV პირველის" ეთერში.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან ვარშალომიძის მამას კორონავირუსი 3 ოქტომბერს დაუდასტურდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system