თავში

მახინჯაურში ავარიისას დაშავებული 6 წლის ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მახინჯაურში ავარიისას დაშავებული 6 წლის ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
მახინჯაურში ავარიისას დაშავებული 6 წლის ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მახინჯაურში ავტოავარიის შედეგად დაშავებული 6 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში იმყოფება მძიმეა. 

"მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და თბილისში გადაყვანის საკითხი არ განიხილება" - აცხადებენ ჰოსპიტალში.

შეგახსენებთ, მახინჯაურში, გვიან ღამით მომხდარ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა.

დაღუპულია ოჯახის სამი წევრი. დაშავებულია 7 ადამიანი. ისინი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს. დაკავებულია მძღოლი.

Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system