თავში

მამა ანდრია: გეხვეწები შენ მაინც უყიდე ,,აიფონი" ამ პატარა ბავშვს, ბოლომდე ნუ გაანადგურებთ ღვთის სახლს!

მამა ანდრია: გეხვეწები შენ მაინც უყიდე ,,აიფონი" ამ პატარა ბავშვს, ბოლომდე ნუ გაანადგურებთ ღვთის სახლს!
მამა ანდრია: გეხვეწები შენ მაინც უყიდე ,,აიფონი ამ პატარა ბავშვს, ბოლომდე ნუ გაანადგურებთ ღვთის სახლს!

მამა ანდრია სარია სოციალურ ქსელში ეხმაურება მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებებს, ,,აიფონთან" დაკავშირებით და შორენა თეთრუაშვილს მიმართავს.

,,ეს მავნებელია, შტერი და თან შეგნებულად იდებილებს თავს. მარტო ასეთი სირეგვენის გამოა გასაგდები ეკლესიიდან... ასეთი მეშჩანი და მერკანტილი ეპისკოპოსი რომ გეყოლება, რა სირცხვილია!!!! შორენა, გეხვეწები შენ მაინც უყიდე ,,აიფონი" ამ პატარა ბავშვს, ბოლომდე ნუ გაანადგურებთ ღვთის სახლს!", - წერს ანდრია სარია სოციალურ ქსელში.

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, რომ მან Iphone 11 pro ჟურნალისტებისგან თავდაცვის მიზნით შეიძინა. გარდა ამისა, ტელეფონს ქადაგებების გადასაღებად და საკუთარ ,,იუთუბ" არხზე ასატვირთადაც იყენებს.

მეუფემ აღნიშნა, რომ ხვალ მას ერთ-ერთი მაღაზია ,,აიფონ 12-ს" აჩუქებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system