თავში

"მამაჩემი "კანონიერი ქურდი" იყო, მასთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს 16 წლის ულამაზესი ბიჭი..." - ემოციური პოსტი

"მამაჩემი "კანონიერი ქურდი" იყო, მასთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს 16 წლის ულამაზესი ბიჭი..." - ემოციური პოსტი
მამაჩემი კანონიერი ქურდი იყო, მასთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს 16 წლის ულამაზესი ბიჭი... - ემოციური პოსტი

ელისო ფაჩუაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომლითაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობას ეხმაურება. 

ახალგაზრდა ქალი საკუთარი ცხოვრების ტრაგიკულ ამბავს იხსენებს:

"მამაჩემი იყო ეგრეთ წოდებული "კანონიერი ქურდი" - ეს ბევრმა იცით.

იგი ემსხვერპლა ქურდულ გარჩევებს თუ შურისძიებას, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე.

მასთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს 16 წლის ბიჭი, რომელიც მას ღვინის საყიდლად გაყვა სახლიდან, ახალი წელი იყო.

ამ ბიჭის ადგილას მე უნდა ვყოფილიყავი, (მამაჩემი გვერდიდან არ მიშორებდა, როცა მასთან ვიყავი) უბრალოდ, დედაჩემის სიჯიუტემ გადამარჩინა რომელმაც იმ ახალ წელს არ გამიშვა მასთან და ეს დიდ ალიაქოთად დაუჯდა.

ფაქტობრივად მეორედ მაჩუქა სიცოცხლე დედაჩემმა. 

იმდენჯერ მიფიქრია ამ ამბავზე, როგორ შეეწირა სხვების მახინჯი ცხოვრების წესს ეს უდანაშაულო 16 წლის ულამაზესი ბიჭი, რომლის ადგილასაც მე შეიძლება აღმოვჩენილიყავი ყველა დაშვებით, რომ არა დედაჩემის სიჯიუტე.

ამ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობამ შემძრა და მკვლელობის სავარაუდო ვერსიამ ჭრილობები განმიახლა…

პ.ს. მამაჩემი კარგი მამა იყო…

სრულად დემორალიზებული ვარ…", - წერს ელისო ფაჩუაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

ის 15 სექტემბერს დაჭრეს და კრიტიკულ მდგომარეობაში, ხეჩინაშვილის კლინიკაში მოათავსეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს..

ირკვევა, რომ ნიკა კვარაცხელიას თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული დაპირისპირების შემდეგ კი, მან კვარაცხელიას მისამართით 8-9-ჯერ გაისროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა.

კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის შვილია. უცნობია, უკავშირდება თუ არა შვილის მკვლელობა მამის საქმიანობას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system