თავში

მამუკა მდინარაძის თქმით, მაჟორიტარ დეპუტატებთან შეთანხმება მიღწეულია

მამუკა მდინარაძის თქმით, მაჟორიტარ დეპუტატებთან შეთანხმება მიღწეულია
მამუკა მდინარაძის თქმით, მაჟორიტარ დეპუტატებთან შეთანხმება მიღწეულია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაჟორიტარ დეპუტატებსა და მმართველი გუნდის დანარჩენ წევრებს შორის ცალკეულ პოზიციებზე შეთანხმება მიღწეულია - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„პირველი თემა, რაც განვიხილეთ, შეეხებოდა გუნდის უმრავლესობის, პარტიის თავმჯდომარისა და ჩვენს შეთავაზებას იმ მაჟორიტარების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, რომ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს შეთანხმებაზე საბოლოოდ არ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ 2-3 დღე ავიღეთ ყველამ, რათა გარკვეული ტექნიკური დეტალები შევაჯეროთ და უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შედგება იმიტომ, რომ პრინციპული თანხმობა ჩვენს პოზიციებს შორის არის და პოზიციები დავაახლოეთ, მაგრამ ვიდრე საბოლოო ტექნიკურ დეტალებსა და სხვა დეტალებს არ შევაჯერებთ, ჩვენ გადაწყვეტილებას ვერ გავახმოვანებთ”, - განაცხადა მდინარაძემ.

ქართული ოცნების ლიდერი ამბობს, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობაში გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია. თუმცა, რა შედეგთან დაკავშირებით მან დეტალებთან დაკავშირებით არ ისაუბრა.

"თითქმის გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ", — თქვა მდინარაძემ.

მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომაზე კიდევ ორი საკითხი განიხილეს: უზენაეს სასამართლოში ასარჩევი მოსამართლეების კანდიდატებსა და მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებზე. მდინარაძე ირწმუნება, რომ მრავალმანდატიან საარჩევნო სისტემაზე მცირე დროის გამო ზედაპირულად იმსჯელეს.

"გავიარეთ ინდივიდუალურად თითოეული მოსამართლე, მათ ჩვენ ინდივიდუალურად მხარს დავუჭერთ, ან არ დავუჭერთ. თითოეული მოსამართლეზე პარლამენტის წევრი ინდივიდუალურად მიიღებს. გამოიკვეთა რამდენიმე კანდიდატი, რომელიც, სავარაუდოდ, მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. ჩვენ ვცდილობთ შევარჩიოთ მინიმუმ ის ოპტიმალური რაოდენობა, რომ ამ ინსტიტუციამ გააგრძელოს მუშაობა", — განმარტა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system