თავში

მარნეულში ამერიკული კუთხე გაიხსნა - PHOTO

მარნეულში ამერიკული კუთხე გაიხსნა - PHOTO
მარნეულში ამერიკული კუთხე გაიხსნა - PHOTO

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მარნეულში აშშ-ს კუთხის გახსნას დაესწრო.

მისი თქმით, დღევანდელი დღე წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობის დემონსტრირებას.

"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები მარნეულში და ვესწრები ამერიკული კუთხის გახსნას. ეს უკვე მეცხრე ამერიკული კუთხეა, რაც საქართველოში გავხსენით. დღევანდელი დღე წარმოადგენს ჩვენს სახელმწიფოებს შორის ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობის დემონსტრირებას. მოხარული ვარ, რომ მარნეულმა გამოყო
ადგილი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ისწავლონ, გაცვალონ მოსაზრებები და სხვადსხვა პროცესში ჩართულები იყვნენ. იმედი გვაქვს, რომ ხალხი აქ მოვა და ისწავლის ამერიკის კულტურას. ამერიკის კულტურა მრავალფეროვანია და სწორედ ეს გვაძლიერებს," 
- განაცხადა კელი დეგნანმა.

მარნეულის ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში, ამერიკული კუთხის გახსნას მხარის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი ზაურ ტაბატაძე და დეპუტატი ზაურ დარგალიც დაესწრო. 

ობიექტი, მცირე ამერიკული სტილის საზოგადოებრივ ცენტრს წარმოადგენს. ამერიკული კუთხის საქმიანობა პარტნიორობაზე იქნება აგებული და მისი მიზანი იქნება - ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის. კუთხე ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system