თავში

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი: მასალები გადაეცა სასამართლოს, ველოდებით სხდომას

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი: მასალები გადაეცა სასამართლოს, ველოდებით სხდომას
ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი: მასალები გადაეცა სასამართლოს, ველოდებით სხდომას

დე ფაქტო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი, ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შვილის ინფორმაციით, საქმის მასალები გადაეცა სასამართლოს და სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან. ამის შესახებ ირინა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

,,დღე 25!

რა გვაქვს სიახლე:
ხუთშაბათს 28 ნოემბერს წითელმა ჯვარმა მოახერხა მამას მონახულება ცხინვალის ციხეში.
29 ნოემბერს შეუტანეს ჩვენი გაგზავნილი ამანათი.
როგორც წითელმა ჯვარმა გვითხრა მამა თავს ფიზიკურად გრძნობს ნორმალურად.
ამ ეტაპზე ადვოკატისგან და ცხელი ხაზის მეშვეობით მივიღეთ ინფორმაცია, რომ მასალები გადაეცა სასამართლოს და ველოდებით სასამართლო სხდომის ჩანიშვნას.
მიუხედავად ბევრი დადებითი სიგნალისა, სხვა სიახლე არაფერი არ გვაქვს სამწუხაროდ.
10-11 დეკემბერს ჩანიშნულია ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის მორიგი სხდომა.
#თავისუფლებავაჟაექიმს
#FreedomforDoctorVaja", - წერს ირინა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში. 

გუშინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შესაძლოა, ექიმი ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოუშვან.

ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება. საქმე ახალგორის ე.წ.-მა სასამართლომ განიხილა.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში იქაური პაციენტების დასახმარებლად მიდიოდა, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system