თავში

ქუთაისში კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ქუთაისში კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ქუთაისში კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამშენებლო ობიექტის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია.

''უმძიმესი დაზიანებები აქვს, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაა, თითქმის ერთი კვირაა მართვით სუნთქვაზე იმყოფება პაციენტი'',- განუცხადა report.ge-ს იმერეთის რეგიონული კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერმა ირაკლი გოგინავამ.

28 წლის კაცი, რომელიც სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა, აზერბაიჯანის მოქალაქეა. 

შემთხვევა ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში 27 ოქტომბერს მოხდა.

დაშავებული მუშა კომპანიაში ორი კვირის დასაქმებული იყო.

გამოძიება დაწყებულია, სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system