თავში

მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ამ ეტაპზე 8 604 ადამიანია ინფიცირებული. აქედან 2 546 ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირება მძიმედ მიმდინარეობს 426 პაციენტში.

81 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა და ისინი სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 664 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 31, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 120, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 604, საიდანაც: 2 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 264, აჭარაში - 390, იმერეთში - 360. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 426 პირი, მათ შორის, თბილისში - 209, აჭარაში - 54, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში - 52, აჭარაში -10, იმერეთში - 7. 338 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 201 - თბილისში, 126 - აჭარაში," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system