თავში

მე არ მეგონა ასეთ დატვირთვას ამდენი ხნის განმავლობაში თუ გავუძლებდით - გამყრელიძე

მე არ მეგონა ასეთ დატვირთვას ამდენი ხნის განმავლობაში თუ გავუძლებდით - გამყრელიძე
მე არ მეგონა ასეთ დატვირთვას ამდენი ხნის განმავლობაში თუ გავუძლებდით - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველომ უკეთესად გაუძლო იმ დატვირთვას რაც პანდემიას ახლავს ვიდრე ამას მოელოდა. 

მისივე თქმით, ქვეყანა ბევრად უკეთ არის მომზადებული, ვიდრე ოდესმე. 

"ქვეყანა უკეთესად მზად არის ვიდრე ოდესმე ყოფილა, იგივე 90-იანებში, ამ საუკუნის დასაწყისში, პირველ ათწლეულში, მეორე ათწლეულში. მე არ მეგონა ჩვენ ამ ტიპის დატვირთვას ამ ხნის განმავლობაში თუ გავუძლებდით. თვე ნახევარია ზრდა მიდის ინფიცირებულების ხო? ყოველთვის შეიძლება ვთქვათ რომ უკეთ შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ბევრი რამე გაკეთდა, გეთანხმებით ბევრი რამ ვერ გაკეთდა", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 780 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 118 690-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 489 პაციენტი და საერთო რაოდენობა 102 270-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 37 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1161 ადამიანი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილებაგუშინ მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system