თავში

მე რომ დავდე ყურადღება არავინ მიაქცია, დღეს საქართველოში ყველა გადაიარია - ფხაკაძე

მე რომ დავდე ყურადღება არავინ მიაქცია, დღეს საქართველოში ყველა გადაიარია - ფხაკაძე
მე რომ დავდე ყურადღება არავინ მიაქცია, დღეს საქართველოში ყველა გადაიარია - ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

✅ეს პოსტი დავდე 7 მარტს და არავინ ყურადღება არ მიაქცია

✅26-27 მარტს ეს ინფორმაცია გახდა ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი

✅დღეს ყველა გადაირია საქართველოში ?! რატო? ეს ხომ მე 4 წამალია ამ ტიპის...

✅იხილეთ 3 მწარმოებრლის 4 წამალი რომლებიც მიიღეს დროებითი გადაუდებელი გამოყენების თანხმოვა ამერიკის წამლის სააგენტოდან:

1- Eli Lilly & Co. - (Bamlanivimab) FDA - EUA 9 November 2020 “ბამლანივიმაბი”

2- Regeneron Pharmaceuticals Inc.- (casirivimab and imdevimab) FDA-EUA 21 November 2020 “კაზირივიმაბი”, “იმდევიმაბი”

3- GlaxoSmithKline. - (Sotrovimab) FDA-EUA 26 May 2021 “სოტროვიმაბი” - წერს ფხაკაძე. 

ცნობისთვის, ცნობისთვის, საქართველო უახლოეს პერიოდში მონოკლონურ ანტისხეულებს მიიღებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველო უახლოეს პერიოდში დონაციის გზით ორი დასახელების პრეპარატს მიიღებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის, მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი „სოტროვიმაბი“ დაამტკიცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system