თავში

უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, კოვიდის მკურნალობაში მომავალი მას ეკუთვნის - ცერცვაძე

უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, კოვიდის მკურნალობაში მომავალი მას ეკუთვნის - ცერცვაძე
უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, კოვიდის მკურნალობაში მომავალი მას ეკუთვნის - ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის მკურნალობაში მომავალი მონოკლონურ ანტისხეულებს ეკუთვნის. 

მისივე მტკიცებით, მონოკლონური ანტისხეულები ხელს შუშლის კორონავირუსის პროგრესირებას და და პაციენტებში მძიმე ფორმით მიმდიანრეობას. 

თენგიზ ცერცვაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მონოკლონურ ანტისხეულებს, რომელსაც საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს, მსუბუქი მიმდინარეობის პაციენტებში გამოიყენებენ.

„ჯერჯერობით ამ სამი მონოკლონური ანტისხეულიდან არცერთი არ გამოიყენება ჰისპიტალიზირებული და მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ. მიმდინარეობს ახალი მონოკლონების გამოცდა, როდესაც ჩვენ მივიღებთ მონოკლონს, რომელიც შველის მძიმე ავადმყოფებს, ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ჯერჯერობით სამივე ეს მონოკლონური ანტისხეული, მათ შორის, „სოტროვიმაბი" გამოიყენება ამბულატორიულ ავადმყოფებში, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის ავადმყოფებში და მისი დანიშნულებაა ხელი შეუშალოს დაავადების პროგრესირებას და დამძიმებას",- განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველო უახლოეს პერიოდში მონოკლონურ ანტისხეულებს მიიღებს. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველო უახლოეს პერიოდში  დონაციის გზით ორი დასახელების პრეპარატს მიიღებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის, მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი „სოტროვიმაბი“ დაამტკიცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system