თავში

მეგი ბაქრაძეს დღეს დაკრძალავენ

მეგი ბაქრაძეს დღეს დაკრძალავენ
მეგი ბაქრაძეს დღეს დაკრძალავენ

27 წლის ექთანს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ გარდაიცვალა, დღეს დაკრძალავენ. 

ოჯახი ახალგაზრდა მედდის გარდაცვალების მიზეზის დადგენას ითხოვს და კვლავ ეჭვს გამოთქვამს, რომ მეგო ბაქრაძე ახალციხეში გარდაიცვალა.

"ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ სიმართლის დადგენას. მკვდარი იყო თუ ცოცხალი, აქედან რომ წაიყვანეს, ისიც არ ვიცით. ვარაუდია, რომ გარდაცვლილი იყო. თუ ასე არ იყო, მაშინ რატომ არ გვაჩვენეს, 6-7 საათი გამოკეტილი რომ ჰყავდათ" - ამბობს მეგი ბაქრაძის მამა, ვეფხია ბაქრაძე. 

ოჯახის ადვოკატებმა ახალციხის კლინიკიდან გარკვეული დოკუმენტაცია ჩაიბარეს, თუმცა აცხადებენ, რომ კლინიკაში ჩატარებული პროცედურები საბუთებში სრულად არ არის ასახული.

"გადმოგვეცა სამედიცინო ისტორია ახალციხის კლინიკიდან. არ არის სრული დოკუმენტაცია, ერთი შეხედვითაც კი იკვეთება, რომ მხოლოდ ნაწილი გადმოგვეცა, ეს არის სამედიცინო ისტორიის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სრული დოკუმენტაციის ნაწილს. გამომძიებლის განცხადებით, ჩატარებულია გამოკითხვა ახალციხის კლინიკის მედპერსონალის, თუმცა ეს დოკუმენტაცია არ გადმოუციათ. შეიძლება ვისაუბროთ არა ერთი პირის ბრალეულობაზე, არამედ, შესაძლოა ეს იყოს სისტემური პრობლემა, უნდა გამოიკვეთოს სისტემის ყველა ხარვეზი, რამაც ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანა" - განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა. 

ამასთან, ოჯახი "ასტრაზენეკას" ბრიტანეთის ფილიალს, მეგი ბაქრაძის საქმის გამოძიებაში ჩართვას სთხოვს.

ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,,ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system