თავში

"მე იმიტომ ავიცერი, რომ კორონამ არ მომკლას" - პაატა იმნაძე

"მე იმიტომ ავიცერი, რომ კორონამ არ მომკლას" - პაატა იმნაძე
მე იმიტომ ავიცერი, რომ კორონამ არ მომკლას - პაატა იმნაძე

"გააჩნია, ვინ რატომ იცრება. მე იმიტომ ავიცერი, რომ კორონამ არ მომკლას. თუ ვიღაც იმიტომ იცრება, რომ უნდა, ევროპაში იმოგზაუროს, გასაგებია, რომ რაღაც ეჭვები გაუჩნდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ "სინოფარმის" ვაქცინაზე საუბრისას განაცხადა.

"მოდით, ისიც გავიხსენოთ, რომ ევროპის ტურისტული ინდუსტრიის 10-15% ჩინელი ტურისტებით არის დაკავებული. ისიც გავიხსენოთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანაა უნგრეთი, მგონი, მილიონამდე არის სინოფარმით აცრილი. არა მგონია, უნგრეთის მოქალაქეებს დაუკეტოს ევროკავშირმა ევროპაში გადაადგილება", - განაცხადა პაატა იმნაძემ "ტვ პირველის" ეთერში. 

პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ "სინოფარმთან" დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნა დადებითი იქნება. 

WHO-ს ვაქცინისთვის ავტორიზაცია ჯერჯერობით არ მიუცია.

შეგახსენებთ, დღეიდან, 4 მაისიდან საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system