თავში

ვარგისია თუ არა აფეთქების შემდეგ კორპუსი საცხოვრებლად - მერია განმარტებას აკეთებს

მერია განმარტებას აკეთებს
ვარგისია თუ არა აფეთქების შემდეგ კორპუსი საცხოვრებლად -  მერია განმარტებას აკეთებს

დღის ბოლოს გახდება ცნობილი, ვარგისია თუ არა საცხოვრებლად კორპუსი, რომელშიც დღეს აფეეთქება მოხდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს გურამიშვილის გამზირზე მისულმა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განუცხადა.

„დაშავებულია 4 ადამიანი, აქედან ერთი მძიმედაა. რაც შეეხება მცხოვრებლებს, 77 ოჯახია ამ კორპუსში, ყველა ევაკურიებულია, გამგეობა მზადაა, დაჯავშნილია სასტუმროები, რომ დაუყოვნებლივ გაიყვანონ, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს. სამმა ოჯახმა უკვე გამოთქვა სურვილი და გადაყვანილია სასტუმროებში. რაც შეეხება შენობას, ჩვენი ლაბორატორიის მიერ მდგარდობაზე შემოწმება მიმდინარეობს. ამ პროცესში ასევე ჩაერთვება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. იმედი მაქვს, დღის ბოლომდე მოსახლეობას ვაცნობებთ, იქონია თუ არა უარყოფითი გავლენა აფეთქებამ შენობის კონსტრუქციულ მდგარდობაზე და შესაბამისად, ვიმოქმედებთ. როგორც კი ლაბორატორია იტყვის, რომ უსაფრთხოა ამ კორპუსში როგორც შესვლა, ასევე ცხოვრება“, - განაცხადა ელოშვილმა.

ელოშვილის მტკიცებით, აფეთქების შედეგად მიყენებული ზიანი მოსახლეობას აუნაზღაურდება.

„გამგებობა მობილიზებულია და ყველა დაზარალებულს ექნება საშუალება, რომ დროებით სასტუმროებში გადავიდნენ. რაც შეეხება სამომავლოდ, ყველასთვის იქნება დახმარება აღმოჩენილი და ის ზიანი, რაც მათ მიადგათ, ანაზღაურებული იქნება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system